მიკრონეტის შესახებ


„მიკრონეტ“–ი დაარსდა 2008 წლის 15 თებერვალს. კომპანიის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ინტერნეტის და ონლაინ მედიის გავრცელება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. მისი თავდაპირველი მისია იყო მიეწოდებინა ინტერნეტი უკაბელო ქსელის დახმარებით იქ სადაც კაბელის გაყვანა შეუძლებელი იქნებოდა, ეს საშუალებას მისცემდა არსებულ სოფლებს ჩართულიყვნენ მაღალი ხარისხის ინტერნეტში, ყველაზე დაბალ ფასად. სულ რაღაც 2 თვეში ერთ–ერთ სოფელში დაყენდა სატესტო ანტენები და უკაბელო ქსელის მოწყობილობები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ტესტირება და ისინი მალევე შეიცვალნენ „მიკრონეტ“–ის ტექნიკური ჯგუფის მიერ მძლავრი და სტაბილური აპარატურით. მალევე არსებულ ერთ სოფელს დაემატა კიდევ ორი სოფელი, რომლებშიც ასევე განთავსდა უახლესი დროის აპარატურა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ „მიკრონეტ“–ის სპეციალისტები ეხმარებოდნენ სოფლის მაცხოვრებლებს კომპიუტერული ტექნიკის შეძენაში, მინიმალურ ფასად, ურჩევდნენ მათ ოპტიმალურ კონფიგურაციას პერსონალური კომპიუტერისთვის და უფრო მეტიც, სთავაზობდნენ მათ უპროცენტო განვადებას კლიენტის შესაძლებლობაზე დაყრდნობით გამოთვლილი ვადით. კომპიუტერებთან ერთად მაცხოვრებლებმა შეიძინეს ცოდნა, რომელსაც „მიკრონეტ“–ის სპეციალისტები დაუზარელად უზიარებდნენ ყოველ მომხმარებელს. დროსთან ერთად ვითარდებოდნენ კომპანიის სპეციალისტები და მომხმარებლები, ზოგმა თავისით შეძლო სამუშო ადგილის მოძიება, ზოგსაც ჩვენ მივეხმარეთ. ამას დაემატა ის, რომ ჩვენი მომხმარებლების 70 პროცენტი შეადგენდა ისეთ მაცხოვრებლებს, რომელთა ოჯახიდან საზღვარგარეთ ერთი ან ორი წევრი იყო გასული, მათ ჩვენმა ინტერნეტმა საშუალება მისცა გაეკეთებინათ ტელეფონის გადასახადის დანაზოგი, რომელმაც მათი შემოსავლის 20 პროცენტი შეადგინდა. ამ დროში მიკრონეტი მომხარებელს სთავაზზობს, უწყვეტ და სტაბილურ ინტერნეტს, კომპიუტერულ ტექნიკას, სერვისს, ტრეინინგებს, საკომუნიკაციო სისტემას, ადგილს ჩვენს სერვერებზე და სხვა, მაგრამ ამ  სერვისი განსაკუთრებულობა არის ის რომ, თითოეული მათგანი მორგებულია მომხარებლის მოთხოვნაზე. ფასი და პირობები ყველასთვის ინდივიდუალურია.ეს ჩვენს სერვის ქმნის განსაკუთრებულს და შეუცვლელს. ჩვენი ქოლ ცენტრი მუშაობს 9:00 am-დან 10:00 pm-მდე. ამ დროის მონაკვეთში ჩვენი ოპერატორები უპასუხებენ თქვენს ზარებს და შეძლებენ აღმოფხვრან პრობლემა. 

ჩვენი პარტნიორები.